Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

კონკურსის მიზანი თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხუთი დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV, V, VI სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტები.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

 პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;

 დასაფინანსებელ სემესტრში სტატუს შეჩერებული დოქტორანტები;

 დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;

 დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;

 დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის მიერ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

 ავტობიოგრაფია (CV);

 შევსებული ფორმა - (დანართი 1) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო - კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით (მინიმალური საკონკურსო ქულა - 25); კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო;

 სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

 ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

დოკუმენტაციის მიღების ვადები: 22.04.2026 – 30.04.2026

მარეგულირებელი დოკუმენტი: დეკანის ბრძანება

თარიღი: 21/04/2026